u/ParfaitFew2491

შევეცი ჩვენს მენტალიტეტს. პრობლემაა აზროვნება რომელიც საზოგადოებაშია დაფესვებული იმდენად ღრმად რომ ვეღარასდროს ვეღაც ამოვთხრით. პრობლემა ის კი არაა რომ არ გამიმართლა და ამ ოჯახში დავიბადე, პრობლემა ისაა რომ დამნაშავედ მაინც მე დამინახავთ თქვენ და თქვენი ბებიები.

​

ვერ ვიძინებ ვერა. გესმის. ვერ ვიძინებ ძილი ისედაც არ მივარგა. ზოგადად ყოველთვის ასე ხდება. ჩემი კომფორტი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. არც ძილისას არც სხვა დროს. საჭირო ოთახში რომ შევდივარ იქაც მივარდებიან. სპეციალურად აკეთებენ ამას.

სახლში არ უნდა გავჩერდე. ამაზე ვმუშაობ. ახლა უბრალოდ ეგეც არ ვიცი სად წავიდე. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩენს სოციალურ ცხოვრებაზეც იმოქმედა რაც ამათმა გამიკეთეს. ზოგადად ყოველთვის ცდილობენ იმის დამტკიცებას რომ პრობლემა მე ვარ. გიჟი ვარ. მახინჯი ვარ. მსუქანი ვარ (დდდდ. 42 კილო ვარ) ავადმყოფი და სულელი ვარ. რომ არავის არასდროს მოვეწონები. ზოგადად ყოველთვის იმის მცდელობა ჰქონდათ რომ გავანადგურებინე. ანუ სხვებს თუ მშობელი კოვზით დასდევს რომ აჭამოს მე დანით დამსდევდნენ რომ გავანადგურებინე. მართლა იცი რა უცნაურია როცა ხედავ რომ არანაირი ემპათია არ აქვთ შენს მიმართ? თვითმკვლელობის მცდელობა მქონდა 13 წლის ასაკში. საერთოდ არაფერი. სრული იგნორი, ხუმრობაც ამაზე, ჩხუბი მაგრამ ემპათია არანაირი. ზოგადად ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება იყო ჩემს მიმართ, პრობლემა ის არ იყო თუ მოვკვდებოდი, პრობლემა ის იყო რომ მე ჩემი სიკვდილით ისინი არ უნდა შემეწუხებინა. დეპრესია რომ მქონდა სრული იგნორი იყო, მასწავლებელი რომ ჩაერთო საქმეში მერე დაიწყო ჩემი ცემა და ჩხუბი რომ გამოვსოწრებულიყავი, იმიტომ კი არა რომ კარგად გავმხდარიყავი არამედ იმიტომ რომ მათთვის დისკომფორტი აღარ შემექმნა.

ყოველ ჯერზე როცა რაღაცას ვაღწევდი ამ ქალს რომელიც დედაჩემი უნდა ყოფილიყო წყინდა კი არ უხაროდა.

საწყენია ის რომ მისი მეორე შვილი უყვარს და მე არა. მხოლოდ მამრის სიყვარული შეუძლიათ ზოგიერთი ფსიქოტიპის მქონე ხალხს.

reddit.com
u/ParfaitFew2491 — 3 days ago