u/Ok-Opposite-8257

დაოჯახება

ალბათ ყველა დამეთანხმება რომ ოჯახის შექმნა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი და ახლაც იგივეს ვფიქრობ რომ სანამ ოჯახს შექმნი ამისთვის მენტალურადაც და ფინანსურადაც მზად უნდა იყო, უნდა შეგეძლოს ფინანსური კომფორტის შექმნა შენი მომავალი ცოლის და შვილებისთვის.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ოჯახის შექმნა გადავწყვიტე და ვფიქრობ ყველა პირობა მაქვს ამისთვის, მყყავს შეყვარებული რომელიც მიყვარს და ვუყვარვარ, მზად ვარ მენტალურადაც ქმრობისთვის და მამობისთვის მაგრამ ვფიქრობ ფინანსური კომფორტის შექმნა გამიჭირდება, უფრო სწორად ვერ “ვაკმაყოფილებ” ფინანსური კომფორტის მთავარ კომპონენეტს, არ მაქვს საკუთარი სახლი.

აქედან გამომდინარე ორი ვარიანტი მაქვს, პირველი, შემიძლია ახლა დავოჯახდე და საკუთარი სახლი მოგვიანებით ვიყიდო მაგრამ ვფიქრობ შეიძლება ამდენ ხარჯს ვეღარ გავუმკლავდე, ან მეორე ვარიანტი, მანამ შევიკავო თავი დაოჯახებისგან სანამ არ მივაღწევ მიზანს, რაც არავინ იცის როდის მოხდება და ასაკი უფრო და უფრო მომემატება (ინფორმაციისთვის 24 წლის ვარ).

ბოლო პერიოდია სულ ამ თემაზე ვფიქრობ და გადაწყვეტილებამდე ვერ მივედი, ასე რომ სხვისი აზრის მოსმენაც კარგი იქნებოდა😊

პ.ს. იმედია სწორად ჩამოვაყალიბე ჩემი

სათქმელი😆

reddit.com
u/Ok-Opposite-8257 — 2 days ago