ბათუმში ბინის ქირაობა 17 წლის გოგოებისთვის
4 გოგო (17 წლისები) ვაპირებთ ბათუმში მარტო წასვლას ზაფხულში. მშობლები, რა თქმა უნდა, თანახმა არიან და იციან ყველაფერი. ვეძებთ ბიუჯეტურ ვარიანტს, ბინას ან კერძო სახლ-სასტუმროს. ვიცით, რომ ზაფხულში ფასები საკმაოდ იზრდება, მაგრამ გვაინტერესებს თქვენი გამოცდილება. ბათუმში რომელი უბანია ყველაზე კარგი ბინის ქირაობისთვის?
გვინდა ცენტრთან ახლოს, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს ფეხით (არ გვყავს მანქანა) ასევე თუ შეგიძლიათ მირჩიოთ, სად არის კარგი ლოკაცია ზღვასთან ახლოს
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა,
რამდენად დიდი პრობლემა იქნება ასაკი? 17 წლისები ვართ და გვაინტერესებს, რეალურად აქცევენ თუ არა ყურადღებას ამას, თუ მშობლების თანხმობა საკმარისია. აგრეთვე ძველი ბათუმი ჯობია თუ ახალი?