ბოლო წლებში დასავლეთში ძალიან პოპულარული გახდა FIRE მოძრაობა. ვინც ჯერ არ იცით, მოკლედ ავხსნი რას ნიშნავს ეს კონცეფცია.
რა არის FIRE?
FIRE იშიფრება როგორც Financial Independence, Retire Early (ფინანსური დამოუკიდებლობა და პენსიაზე ადრეულად გასვლა).
ამ მოძრაობის მთავარი იდეა ისაა, რომ არ დაველოდოთ 60-65 წლის ასაკს და სახელმწიფო პენსიას. ამის ნაცვლად, ახალგაზრდობაშივე დავაგროვოთ იმდენი კაპიტალი, რომ ჩვენმა ინვესტიციებმა დააგენერიროს საკმარისი პასიური შემოსავალი ჩვენი ცხოვრების დასაფინანსებლად. შესაბამისად, მუშაობა ხდება არჩევანი და არა აუცილებლობა.
როგორ მუშაობს ეს სისტემა?
FIRE-ს მისაღწევად ადამიანები მიმართავენ 3 მთავარ სტრატეგიას:
- ხარჯების რადიკალური შემცირება: ზედმეტ ნივთებზე, ძვირადღირებულ მანქანებზე და ყოველდღიურ ფუფუნებაზე უარის თქმა.
- აგრესიული დაზოგვა: FIRE მიმდევრები თავიანთი შემოსავლის 50%-დან 75%-მდე ზოგავენ.
- ინვესტირება: შენახული ფული ბალიშის ქვეშ კი არ დევს, არამედ ბანდდება ინდექს ფონდებში (მაგალითად, S&P 500), აქციებში ან უძრავ ქონებაში, რათა "რთულმა პროცენტმა" (Compound interest) იმუშაოს და ფულმა ფული აკეთოს.
4%-იანი წესი (The 4% Rule) და "ჯადოსნური რიცხვი"
როგორ უნდა გავიგოთ, რა თანხა გვჭირდება პენსიაზე გასასვლელად? ამისთვის არსებობს 4%-იანი წესი.
უნდა დაითვალოთ თქვენი წლიური ხარჯი და გაამრავლოთ 25-ზე.
>
თუ მოაგროვებთ 600,000 ლარს და დააბანდებთ მას, შეგიძლიათ ყოველწლიურად გამოიტანოთ ამ თანხის 4% (ანუ 24,000 ლარი) ისე, რომ ინფლაციის და ბაზრის ზრდის გათვალისწინებით, ძირითადი თანხა არასდროს გამოგელიოთ.
FIRE-ის სხვადასხვა ტიპები
ყველას ერთნაირი მოთხოვნილებები არ აქვს, ამიტომ FIRE რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
- Lean FIRE: მინიმალისტური მიდგომა. როცა აგროვებ ზუსტად იმდენს, რომ ბაზისური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო.
- Fat FIRE: მათთვის, ვისაც არ უნდა ცხოვრების სტილის შეცვლა და პენსიაზეც ფუფუნებაში/მოგზაურობაში უნდა ცხოვრება (ამას ბევრად დიდი კაპიტალი სჭირდება).
- Barista FIRE: როცა აგროვებ გარკვეულ კაპიტალს, ტოვებ სტრესულ სამსახურს და იწყებ ნახევარ განაკვეთზე, მარტივ და სასიამოვნო საქმეზე მუშაობას (მაგ. ბარისტად), უბრალოდ ჯიბის ფულისთვის ან დაზღვევისთვის.
თუ დაინტერესებული ხართ ამ თემით, შემოგვიერთდით - r/GeorgiaFIRE